პარტია „საქართველოსთვის“ განცხადება

საარჩევნო დარღვევებზე ბრიფინგი გაიმართა პარტია „საქართველოსთვის“ ქუთაისის ოფისში.

პარტიის წევრი ზაზა თავაძე აცხადებს, რომ არჩევნების დღეს დაფიქსირდა სისტემური ხასიათის დარღვევები. პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა 200-ზე მეტი საჩივარი დაწერეს, მოთხოვნილია უბნების ნაწილის გადათვლა. როგორც თავაძე ამბობს, დაფიქსირდა შემაჯამებელი ოქმების დისბალანსი, ბიულეტენების მეტობა და ბათილად ცნობილი ბიულეტენების დიდი რაოდენობა.