პარტია „საქართველოსთვის“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ დატოვა

ირაკლი თავდგირიძემ პარტია „საქართველოსთვის“ დატოვა. თავდგირიძე პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. მან გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. თავდგირიძე ამასთანავე გიორგი გახარიას პარტიის სიით, ბათუმის საკრებულოს არჩეული დეპუტატია. იგი სატელევიზიო კომენტარს ჯერ არ აკეთებს, თუმცა საქართველოს პირველ არხთან სატელეფონო საუბარში დაადასტურა, რომ პარტიას ტოვებს და ბათუმის საკრებულოში დამოუკიდებელი დეპუტატი იქნება. „ჩემთვის ბათუმის საკრებულოს მომავალი წევრისთვის, კატეგორიულად მიუღებელია „ნაცმოძრაობასთან“ („ლელოს“ ჩათვლით), ნებისმიერი სახით თანამშრომლობა, მით უმეტეს მათთან კოალიცია და თანამდებობის გადანაწილებაზე კონსულტაციაც კი! შესაბამისად, ვტოვებ პარტია „საქართველოსთვის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობას და საკრებულოში საქმიანობას გავაგრძელებ როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, ჩემი სინდისის კარნახით და ბათუმელების საკეთილდღეოდ! „არა ნაცებს, არა ბოროტებას, ნაცმოძრაობა ვერასოდეს იქნება ბათუმის უმრავლესობა საკრებულოში!“ – წერს ირაკლი თავდგირიძე.