პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის შეხვედრა ამომრჩეველთან

მთაწმინდაზე შეხვდა ამომრჩეველს პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერი. გიორგი გახარიამ ადგილობრივებს მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი, ვახტანგ გვაზავა წარუდგინა. თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ, მოსახლეობასთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ თბილისი ვერ იქნება წარმატებული საქართველოს წარმატების გარეშე და პირიქით, წარმატებული დედაქალაქის გარეშე ძლიერი სახელმწიფო შეუძლებელია.