პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობა

ახალი პრემიერის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძე „ქართულმა ოცნებამ“ დღეს ოფიციალურად დაასახელა, პარტიის ახალ თავმჯდომარედ კი ირაკლი ღარიბაშვილი აირჩიეს. დელეგატებმა „ქართული ოცნების“ რიგით მე-8 ყრილობაზე ერთხმად დაუჭირეს მათ მხარი. მანამდე კი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. რაც შეეხება სამთავრობო კაბინეტს, იცვლება მხოლოდ თავდაცვის მინისტრი, ირაკლი კობახიძის თქმით, ჯუანშერ ბურჭულაძემ თავად გადაწყვიტა და ის პოლიტიკიდან სხვა სფეროში გადაინაცვლებს. თავდაცვის ახალი მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი იქნება.

ახალი პრემიერისა და მინისტრთა კაბინეტის დამტკიცება პარლამენტში მომავალ სასესიო კვირაში მოხდება.

„ქართული ოცნების“ ყრილობა, „მოამბე“ სპეციალური გამოშვება #LIVE