„პარტია „მემარცხენე ალიანსი“ აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას აანონსებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთეს კახა ძაგანიამ და სოსო შატბერაშვილმა. მათი თქმით, ძლიერდება ზეწოლა საქართველოს მიმართ როგორც უცხო ქვეყნებისგან, ასევე უცხოეთიდან დაფინანსებული ადგილობრივი დესტრუქციული ძალებისგან, ამ ფონზე კი მნიშვნელოვანია მათი როლი. მათივე განცხადებით, ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებაში მოსასვლელად ყველაფერზე წამსვლელია, მათ შორის მზად არიან, გადაწვან ქალაქები, ადმინისტრაციული შენობები, ცოცხლად დაწვან პოლიციელები, რომ ძალაუფლება ხელში ჩაიგდონ. „მემარცხენე ალიანსის“ განმარტებით, დღეიდან მათი მთავარი საზრუნავი ტყუილი „ევროპული პერსპექტივის“ წინააღმდეგ ბრძოლა იქნება.