პარტია „ლელოს“ ინიციატივა

„ლელო საქართველოსთვის“ რწმუნებულების ინსტიტუტის გაუქმების ინიციატივით გამოდის. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, საქართველოს რეგიონების რწმუნებულებისთვის ყოველწლიურად რამდენიმე მილიონია ბიუჯეტიდან გამოყოფილი, რაც არამიზნობრივად იხარჯება. მისივე თქმით, ის ხარჯები რომლის ოპტიმიზაციაც აღნიშნული ინსტიტუტის გაუქმებით მოხდება, პოსტპანდემიური კრიზისის გადაჭრას უნდა მოხმარდეს.