პარტია „ლელო საქართველოსთვის“ განცხადება

„ლელო საქართველოსთვის“ ხელისუფლებას ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენისკენ მოუწოდებს. პარტიაში მიიჩნევენ, რომ მიწისზედა ტრანსპორტში, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში ვირუსის გავრცელების რისკები მინიმალურია. „ლელოს“ მერობის კანდიდატის, ანა ბიბილაშვილის თქმით, შეზღუდული ტრანსპორტის პირობებში, მოსახლეობა ვაქცინაციის პუნქტებამდე მისვლას ვერ ახერხებს, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობა უახლოეს დღეებში აღდგეს.