პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის განცხადება

ტვერელის ტაძართან მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, „გახარია საქართველოსთვის“ პარტიაში კი აცხადებენ, რომ კალაძე 2019 წელს მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ამ ტერიტორიაზე მაღალსართულიანი შენობები არ აშენდებოდა. გიორგი შარაშიძის თქმით, გარდა იმისა, რომ შენობა აფუჭებს ძველი თბილისის ისტორიულ იერსახეს, ის საფრთხეს უქმნის მოსახლეობის უსაფრთხოებას, რადგან ტერიტორიაზე ბევრი ავარიული სახლია.