პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გეგმა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო სიით მომდევნო თორმეტი  წევრის წარდგენას გეგმავს. ამის შესახებ პარტიის წევრმა, ზაზა თავაძემ განაცხადა, რომელმაც პარლამენტის მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას, მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით, არაკონსტიტუციური უწოდა. პროცედურის მიხედვით, სიით მომდევნო 12 წევრი პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს, რის შემდეგაც, ცესკო  პარლამენტს მიმართავს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი საკანონმდებლო ორგანო მიიღებს.  გუშინ სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ 12 წევრს. დადგენილების პროექტს პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი. პარტიას საპარლამენტო სია არ ჩაუხსნია, შესაბამისად, მისი 12 წევრი საქართველოს პარლამენტის წევრად ითვლებოდა.  სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი პარლამენტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა გახდა. შალვა პაპუაშვილის თქმით,  მანდატების შეწყვეტის შემდეგ,  პარტიას 6 თვით შეუჩერდება პარტიული დაფინანსებაც.

—-