პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ოფისის გახსნა

პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ რეგიონული ოფისების გახსნას განაგრძობს. ამჯერად ახალი ოფისი ახალციხეში გაიხსნა. აირჩიეს რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელიც. ღონისძიებას პარტიის ლიდერი, ვატო შაქარიშვილი, პარტიის წევრები და სხვა რეგიონული ოფისის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. შეხვედრა მოსახლეობასთანაც გაიმართა.