პარტია „არჩევანი სამშობლოსათვის“ შეხვედრებს მართავს

წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავს პარტია „არჩევანი სამშობლოსათვის“.  პოლიტიკური გაერთიანების ლიდერმა, ლელა გულედანმა მხარდამჭერებს პარტიის პროგრამა და საარჩევნო სიის წევრები წარუდგინა. პოლიტიკოსის განმარტებით, მათი გუნდის მთავარი ამოცანა, იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების მოგვარებაა. ამასთანავე, პარტიამ განათლებისა და ეკონომიკის განვითარებაზე  ორიენტირებული 12-პუნქტიანი გეგმაც წარადგინა.