პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მერიამ ელექტროგაყვანილობა დაამონტაჟა

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა ელექტროგაყვანილობა დაამონტაჟა. ორგანიზატორებს ოთხი  გამათბობელიც გადასცეს, რომლებიც რუსთაველზე განთავსებულ კარვებში დაიდგმება.

როგორც ზაზა სარალიძე აცხადებს, მათთან კახა კალაძის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რის შემდეგაც ადგილზე ტექნიკური მოწყობილობების მონტაჟი დაიწყო. ზაზა სარალიძემ თბილისის მერს მადლობა გადაუხადა.