პარლამენტთან გიორგი გახარიას პრემიერად წარდგენას აპროტესტებენ

პარლამენტის შენობის გარეთ სასტვენების და საპროტესტო შეძახილების ხმა ჯერ კიდევ ისმის.

მოძრობა “სირცხვილიას” წევრები პარლამენტის წინ იმყოფებიან და გიორგი გახარიას პრემიერად წარდგენას აპროტესტებენ.

აქტივისტები საკანონმდებლო ორგანოსთან დილიდან მივიდნენ და დეპუტატები შენობაში საყვირებით გააცილეს. იყო დაპირისპირებაც.

„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი, დეპუტატი ემზარ კვიციანი მოძრაობის წევრებთან გავიდა. მას შეკრებილებმა „რუსეთის მონა“ უწოდეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. კვიციანმა აქციის მონაწილეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მომხდარზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. მოძრაობის წევრებმა საკანონმდებლო ორგანოსთან სიმბოლურად ცხვარიც მიიყვანეს, რაც მათი თქმით, მორჩილების გამოხატულება იყო.