პარლამენტთან აქციაზე გამოფენა-გაყიდვა იმართება

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გამოფენა-გაყიდვა იმართება.

დამწყებ სტარტაპერებს ოკუპაციის თემაზე საკუთარი პროდუქცია აქვთ წარმოდგენილი. მათი თქმით, გაყიდული პროდუქციის 20 პროცენტით ისინი აქციის ორგანიზატორებს დაეხმარებიან, რათა მშვიდობიანი აქცია გაგრძელდეს.

აქციის ორგანიზატორის თქმით, ხვალიდან აქციაზე მედიაპროექტი „სირცხვილია“ გაგრძელდება, სადაც გადაცემის სტუმრები აქციასა და ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ისაუბრებენ.

შეგახსენებთ, აქცია პარლამენტთან შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით 21 ივნისიდან იმართება.

დღეს აქციის 39-ე დღეა.