პარლამენტთან აქცია გრძელდება

საპროტესტო აქციები უცვლელი მოთხოვნით, გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი, გრძელდება. აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ. მორიგი შეკრება დღეს ისევ 7 საათზეა დაგეგმილი.

სოლიდარობის ნიშნად გუშინ გამომსვლელებს რამდენიმე ხელოვანი და მუსიკოსიც შეუერთდა. მათ შორის მომღერალი ნინო ქათამაძეც, რომელმაც აქციის მონაწილეებს მოსკოვში გამართული კონცერტისთვის ბოდიში მოუხადა.

პარლამენტის წინ რჩება კარვებიც, სადაც ხუთი ადამიანი ამ დრომდე შიმშილობს.