პარლამენტთან აქცია გრძელდება

ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით, ოპოზიციის მხარდამჭერთა აქცია საკანონმდებლო ორგანოსთან გრძელდება. ცოტა ხნის წინ, რუსთაველის გამზირზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება იყო. პარლამენტთან შეკრებილები, საკანონმდებლო ორგანოსთან კიდევ ერთი კარვის შეტანას ცდილობდნენ. სიტუაცია მალევე განიმუხტა. პროტესტის მონაწილეებმა რუსთაველზე მე-15 კარავი გაშალეს. შეკრებილები ამბობენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პარლამენტის შენობის წინ კარვები კიდევ გაიშლება და არ არის გამორიცხული, გზის სავალ ნაწილზეც განთავსდეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პროტესტის შეწყვეტას იქამდე არ აპირებენ, სანამ არ გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები და ქვეყანაში ხელახალი კენჭისყრა არ დაინიშნება.

მოამბე