პარლამენტთან აქცია 19 საათზე განახლდება

აქციის მონაწილეები დღეს, საღამოს 19 საათზე ისევ შეიკრიბებიან. შეკრების ადგილი უცვლელია. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეები საკუთარ მოთხოვნას კიდევ ერთხელ დააყენებენ. ისინი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.