პარლამენტში სხდომა აქციის ფონზე დაიწყო

12:13, 08.09.2019

სხდომა პარლამენტში აქციის ფონზე დაიწყო.

მოძრაობის „სირცხვილია“ წევრებმა შენობის შესასვლელებთან სირცხვილის დერეფანი მოაწყვეს და დეპუტატები და მინისტრობის კანდიდატები შენობაში საყვირებითა და სასტვენებით გააცილეს.

შეკრებილები პრემიერის პოსტზე გიორგი გახარიას წარდგენას აპროტესტებენ.

 

მსგავსი