პარლამენტში შს მინისტრს ელოდებიან

პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს ელოდებიან. ვახტანგ გომელაურის წლიური მოხსენება ერთ საათში დაიწყება. მინისტრი დეპუტატებს გასული წლის საქმიანობის თაობაზე ანგარიშს წარუდგენს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს. დღის ბოლოს გაიმართება პოლიტიკური დებატები. როგორც წინასწარ აცხადებენ, დეპუტატების შეკითხვები შეეხება ქვეყნის უსაფრთხოებასა და არსებულ გამოწვევებს, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის სტატისტიკასა და ნარკოპოლიტიკას.