პარლამენტში ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ

საქართველოს პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში, დღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ.

სახელმწიფო მინისტრი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით საფრთხეებზე და ამ მხრივ შექმნილ ვითარებაზე ისაუბრებს.

საპარლამენტო ოპოზიცია ქეთევან ციხელაშვილს საოკუპაციო ზოლთან არსებულ მდგომარეობაზე დაუსვამს კითხვებს. მათი განცხადებით, ხელისუფლება არ დგამს ქმედით ნაბიჯებს მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად. მმართველი გუნდი კი  ფიქრობს, რომ  გარკვეულ საკითხებზე მსჯელობა დახურულ ფორმატში უნდა მოხდეს.