პარლამენტში პრემიერ-მინისტრს ელოდებიან

საკანონმდებლო ორგანოში ამ წუთებში პრემიერ-მინისტრს ელოდებიან. ირაკლი ღარიბაშვილი ინტერპელაციის წესით პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილმა დაიბარა. პრემიერი დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს, შემდეგ კი სხდომაზე დებატები გაიმართება. კონკრეტულად, რა აინტერესებთ კანონმდებლებს მთავრობის მეთაურისგან –  თეონა მანაგაძე განავრცობს თემას.