პარლამენტში ნიკა მელიას ბადრი ბასიშვილი შეცვლის 

პროტესტის მიზეზი ხდება პარლამენტში ნიკა მელიას შემცვლელის კანდიდატურა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ მისი ადგილმონაცვლედ ბადრი ბასიშვილია.

ყოფილი მმართველი პარტიის წევრი, რომელიც 2008-2012 წლებში საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი იყო. სწორედ ამ პერიოდის საქმიანობას ედავებიან მმართველი გუნდის ცალკეული წევრები ბასიშვილს, რომელსაც წინა ხელისუფლების ზონდერიც კი უწოდეს. ამ კონტექსტში 26 მაისის აქციის დარბევაც ახსენეს. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა დეპუტატმა თანაგუნდელებს დღეს პირდაპირ მოუწოდა, რომ მელიას ადგილმონაცვლედ ბადრი ბასიშვილის დამტკიცებას პარლამენტმა მხარი არ დაუჭიროს.

თეონა მანაგაძე არკვევდა, გაიზიარებენ თუ არა გუნდში ამ მოწოდებას.