პარლამენტს სემეკის თავმჯდომარედ დავით ნარმანიას კანდიდატურა წარედგინა

პარლამენტს სემეკის თავმჯდომარედ დავით ნარმანიას კანდიდატურა წარედგინა.

წარდგინება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ეკუთვნის. დავით ნარმანიას კომისიის თავმჯდომარის კანდიდატად დასახელებას ადასტურებენ სემეკშიც.

როგორც სემეკში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, გუშინ დავით ნარმანია საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა და მათ სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.     სემეკის თავმჯდომარის არჩევას 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს, ირინა მილორავას უფლებამოსილების ვადა 16 სექტემბერს ამოეწურა.