პარლამენტის წინ პროტესტი გრძელდება

ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის პროტესტი პარლამენტის წინ გრძელდება. მათ ღამე ადგილზე გაათიეს. შეკრებილების განცხადებით, ისინი პროტესტს მანამ გააგრძელებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და მკვლელები არ დაისჯებიან. შეგახსენებთ, გუშინ ზაზა სარალიძემ აქციები განაახლა. აქციაზე ასევე იმყოფებოდნენ მალხაზ მაჩალიკაშვილი და პანკისის ხეობის მცხოვრებლები. ზაზა სარალიძემ გუშინ შიმშილობა დაიწყო. სარალიძის მთავარი მოთხოვნა ახლა უკვე ხელისუფლების გადადგომაა. აღნიშნულს გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.  დავით მათიკაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების გადაყენების თაობაზე, ზაზა სარალიძის მოთხოვნა გადამეტებულია და  საკითხი პოლიტიკურ ჭრილში არ უნდა იქნეს გადატანილი.