პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი სომხეთში

რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე ომი იყო განხილვის ერთ-ერთი თემა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ერევანში გამართულ შეხვედრებზე.

სომხეთს შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს. შეხვედრები გაიმართა პრეზიდენტთან, პრემიერთან, სომეხ კოლეგასთან და ეროვნული ასამბლეის წევრებთან. დღის წესრიგში იყო ორი ქვეყნის ურთიერთობების ახალ ეტაპზე აყვანა და გაზრდილი უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე საქართველოს პრემიერის ის სამშვიდობო ინიციატივა, რომელიც რეგიონის სამი ქვეყნის დიალოგს გულისხმობს.