პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი საბერძნეთში

კოვიდ-პანდემიის დაძლევის გზები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის წინაშე არსებული გამოწვევებია მთავარი თემა, რომელსაც საბერძნეთში ევროპული საბჭოს წევრი ქვეყნების სპიკერები განიხილავენ.

კონფერენციას ესწრება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ხვალ სიტყვით გამოვა და დღის წესრიგით გათვალისწინებულ კიდევ ერთ საკითხზე – გარემოს დაცვაზე ისაუბრებს. მანამდე კი კახა კუჭავა ბერძენ კოლეგას შეხვდა. ათენში დაგეგმილი შეხვედრების მთავარი მიმართულება ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობაა.