პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი საბერძნეთში

ნოემბერში საქართველოს საბერძნეთის პირველი დიპლომატი ესტუმრება. მანამდე კი საგარეო საქმეთა მინისტრი ათენში მყოფ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა.

კახა კუჭავამ საბერძნეთის დედაქალაქში ვიზიტი დაასრულა. გარემოს დაცვისადმი მიძღვნილი კონფერენციის პარალელურად გაიმართა შეხვედრები ევროპის არაერთი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარესთან, რა დროსაც მთავარი თემა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პერსპექტივა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მოახლოებული სამიტი იყო. ქართულმა მხარემ ევროპელი პარტნიორებისგან მხარდამჭერი გზავნილები მიიღო. მკაფიო განცხადებები დაფიქსირდა რუსეთზეც.