პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი დანიაში

15:12, 14.06.2022

საქართველოს ევროინტეგრაცია და პარტნიორებთან თანამშრომლობა – ამ საკითხებზე, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სკანდინავიის ქვეყნებში ვიზიტის ფარგლებში მსჯელობს. დილიდან ქართველი დეპუტატები შეხვედრებს უკვე დანიაში მართავენ. დღის მანძილზე იგეგმება მიღება დანიის დედოფალთან, მარგარეტ მეორესთან. საღამოს კი ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

მსგავსი