პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ბრიტანეთში

საქართველოში რუსეთის აგრესიის და ოკუპაციის მძიმე შედეგები ლონდონში განიხილეს.

პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობის ქართულმა დელეგაციამ დიდ ბრიტანეთში ვიზიტი დაასრულა. დღის წესრიგის მთავარი თემა უკრაინაში არსებული დაძაბულობა და ის საფრთხეები იყო, რომლებიც კიდევ ერთი ომის შემთხვევაში უკრინასთან ერთად საქართველოს და მთელ რეგიონს ემუქრება. გაერთიანებული სამეფო, როგორც ნატოს ერთ-ერთი აქტიური და წამყვანი ქვეყანა, შექმნილ რთულ ვითარებაში საქართველოს უკრაინასთან ერთად მოიაზრებს. ოფიციალურ შეხვედრებზე საქართველოს ალიანსში გაწევრიანების დაჩქარების პერსპექტივებიც განიხილეს. რუსეთის მიერ დასავლეთისთვის წაყენებული ულტიმატუმების და აღმოსავლეთით ნატოს გაფართოების შეჩერების მოთხოვნის ფონზე ლონდონში ქართული დელეგაციის ვიზიტს ორმაგი დატვირთა ჰქონდა.

„მოამბე“ დიდი ბრიტანეთიდან, – ნოდარ ჩაჩუა გვეტყვის, რა გზავნილებით ბრუნდება დელეგაცია ლონდონიდან.