პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი აშშ-ში

სწორედ ოდირის დასკვნა და საარჩევნო სისტემა იქნება ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელზეც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი დღეს ამერიკელ კონგრესმენებს ესაუბრება.

ვაშინგტონში ჩასული პარლამენტის თავმჯდომარე იმ ამერიკელ კანონმდებლებსაც შეხვდება, რომლებმაც ბოლო ორ თვეში პრემიერ გახარიას კრიტიკული წერილები გამოუგზავნეს. მათ შორისაა ადამ კინზინგერი, რომელსაც არჩილ თალაკვაძე ამ წუთებში ხვდება. მმართველი გუნდი აპირებს, კონგრესმენებს საქართველოში ბოლო თვეებში განვითარებულ მოვლენებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს და კონკრეტული არგუმენტებით უპასუხოს კრიტიკას იმ საკითხებზე, რომლებზეც კონგრესის ცალკეული წევრები შეშფოთებას გამოთქვამენ. არჩილ თალაკვაძე კონგრესმენებს იმ საარჩევნო მოდელსაც გააცნობს, რომელსაც „ქართული ოცნება“ ოპონენტებს სთავაზობს.

სალომე ქოქიაშვილი აშუქებს არჩილ თალაკვაძის  ამერიკულ ვოიაჟს.