პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი

რუსული ოკუპაციის მძიმე შედეგებზე ისაუბრეს დღეს ესტონეთშიც.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ესტონეთშია. ესტონელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ ირაკლი კობახიძეს სემინარზე მოუსმინეს, რომელსაც პოლიტიკოსებთან ერთად დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

გამოსვლის დროს პარლამენტის სპიკერმა ახალარჩეულ პრეზიდენტზე, კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე, მცოცავ ანექსიაზე და საოკუპაციო ზოლში მდებარე სოფლებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა.

საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირება სთხოვა.