პარლამენტის თავმჯდომარის  ვიზიტი

ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ლიეტუვა საქართველოს ურყევ მხარდაჭერას უცხადებს. ამ გზავნილებით დასრულდა ვილნიუსში პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი.

ირაკლი კობახიძე დღეს ქვეყნის პრემიერმა მიიღო. მხარეებმა ისაუბრეს რუსეთზე, ოკუპირებულ რეგიონებზე, ევროინტეგრაციის გზაზე გასატარებელ რეფორმებზე და იმ გზებზე, რომლებმაც ევროსტრუქტურებში გაწევრიანება უნდა დააჩქაროს. აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის ეკონომიკური კონტაქტების გაძლიერების აუცილებლობაზეც.