პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი  

ავსტრიაში დღეს თქვეს, რომ საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციას საფრთხე არ ემუქრება.

განცხადება ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა მდივანმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ვენაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი გრძელდება. სპიკერი დღეს ეუთოს გენერალურ მდივანსაც ესაუბრა, რა დროსაც განსაკუთრებული აქცენტი ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე და კონფლიქტის მოგვარების პროცესში ჟენევის ფორმატის როლზე გაკეთდა.

ნოდარ ჩაჩუა ვენიდან.