პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი

21:20, 13.02.2019

თურქეთში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.

ირაკლი კობახიძე თურქ კოლეგას, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. პოლიტიკური ურთიერთობების განხილვის გარდა ყურადღება გაამახვილდა იმ სავაჭრო-ეკონომიკურ პროექტებზე, რომლებსაც ორი ქვეყანა ერთობლივად ახორციელებს. მხარეებმა ის სფეროები გამოყვეს, სადაც კონტაქტების გაძლიერების პერსპექტივა არსებობს. მათ შორის დასახელდა ტურიზმი და ვაჭრობა.

სალომე ქოქიაშვილი ანკარიდან.

მსგავსი