პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრები საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე

21:32, 09.10.2026

რიგით 153-ე საპარლამენტთაშორისო ასამბლეა დასრულებულია.

არჩეულია საპარლამენტთაშორისო კავშირის ახალი პრეზიდენტიც. 182 დელეგატის გადაწყვეტილებით ამ თანამდებობას მომდევნო სამი წლის განმავლობაში ავსტრალიის პარლამენტის თავმჯდომარე, მილტონ დიკი დაიკავებს. ოთხ დღიან ასამბლეას სხვადასხვა ქვეყნის საკანონდებლო ორგანოების პირველ პირებთან ერთად ესწრებოდა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. სიტყვით გამოსვლისა და დისკუსიებში მონაწილეობის პარალელურად, შალვა პაპუაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა. კოლეგებთან საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო  ოკუპაციას და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერას.

თეონა მანაგაძე აშუქებდა ვიზიტს.

მსგავსი