პარლამენტის თავმჯდომარის სამძიმარი
„მძიმეა სიტყვების პოვნა იმ ტკივილის გამოსახატად, რომელიც ფონიჭალაში დატრიალებულმა ტრაგედიამ გამოიწვია. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს. შალვა პაპუაშვილი დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს. „ვერცერთი სიტყვა ვერ შეამსუბუქებს იმ ტკივილს, რომელსაც ისინი განიცდიან. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მაშველს, მედიკოსსა და სამაშველო სამუშაოებში ჩართულ ყველა ადამიანს. მათი თავდადება და ადამიანური თანადგომა განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს. ასეთ მძიმე წუთებში კიდევ უფრო მძაფრად ვგრძნობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთის გვერდით დგომა. უფალმა ნათელში ამყოფოს გარდაცვლილთა სულები. ძალა და გამძლეობა მათ ოჯახებს და ახლობლებს“, – წერს პაპუაშვილი. .