საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს. დაგეგმილია შეხვედრები თურქეთის დედაქალაქში. შეხვედრები გაიმართება თურქეთის ეროვნულ მეჯლისში, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესა და მეგობრობის ჯგუფთან.
თეონა მანაგაძე აშუქებს ვიზიტს.