პარლამენტის თავმჯდომარე მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც შედარებულია მოლდოვისა და საქართველოს ეკონომიკური ზრდის 2021-2024 წლის მაჩვენებლები. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მაშინ, როდესაც კოვიდით გამოწვეული ეკონომიკური რეცესიიდან მოლდოვა 13,9-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდით საქართველოზე უკეთესად გამოვიდა, უკრაინაში ომის დაწყებისთანავე მისი ეკონომიკა სტაგნაციაშია და ნულთან ახლოს არის. 2021 წელს საქართველოს ბიუჯეტი მოლდოვაზე 2,4 მილიარდი დოლარით მეტი იყო, 2025 წელს ჩვენი ბიუჯეტი მოლდოვისას 4,8 მილიარდი დოლარით აღემატება, ანუ ხუთ წელიწადში ორჯერ გავზარდეთ ბიუჯეტებს შორის სხვაობა. ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც მოლდოვას კანდიდატობაც მისცეს და მოლაპარაკებების გახსნაც, ჩვენ კი უსამართლო თავდასხმებისა და საბჭოური სტილის მუქარის ობიექტი გაგვხადეს.
რა გავაკეთეთ ან არ გავაკეთეთ ჩვენ, რის შედეგადაც, ეკონომიკური ზრდით, ყველა ევროპულ ქვეყანასთან შედარებით ლიდერი ვართ, მოლდოვაში კი მწვავე ეკონომიკური სტაგნაციაა?“ პასუხი ნათელია, ვიმოქმედეთ საქართველოს ეროვნული ინტერესებით და არა ბრიუსელის მითითებებით. ეს ისტორია გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის, იმის გასააზრებლად, რომ არავინ ჩვენი ქვეყნის ინტერესს თავისაზე მაღლა არ დააყენებს. ამ გაკვეთილს ვიღებთ, როდესაც ლამაზი სიტყვებით ამბობენ, რომ უკრაინა ევროკავშირის ფრონტის წინა ხაზია, მაგრამ იმ ფრონტზე საკუთარი სისხლის დაღვრა არ უნდათ, – წერს შალვა პაპუაშვილი.