პარლამენტის თავმჯდომარის გამოხმაურება

15:06, 29.11.2025

დღეს „ალდეს“ წევრი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ტერორისტული აქტის განხორციელება სცადა, – ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ალეკო ელისაშვილის დაკავება. როგორც შალვა პაპუაშვილი წერს: „გუშინ ევროკავშირის ზოგიერთი დედაქალაქიდან მოვისმინეთ მოძალადე ჯგუფების მხარდამჭერი განცხადებები. დღეს „ალდეს“ წევრი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ტერორისტული აქტის განხორციელება სცადა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ღირებულებებით სავსე ევროკავშირში“, – წერს პაპუაშვილი.

მსგავსი