პარლამენტის თავმჯდომარის ბრიფინგი

პარლამენტის თავმჯდომარემ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, კანონს მოაწერა ხელი. აღნიშნულს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ დაძლია. პროცედურის შესაბამისად, კანონის ხელმოწერისა და გამოქვეყნების უფლება პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს.

პაპუაშვილის განმარტებით, არც პრეზიდენტისა და არც ვენეციის კომისიის მხრიდან კანონზე არ იყო სამართლებრივი არგუმენტები, იყო მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილის მხრიდან. სპიკერის განმარტებით, ცვლილებები ადამიანის უფლებებს არ ზღუდავს და ის საერთაშორისო კანონმდებლობას შეესაბამება.