პარლამენტის თავმჯდომარემ ანკარაში ვიზიტი დაასრულა

პარლამენტის თავმჯდომარემ ანკარაში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.

ბოლო შეხვედრა დელეგაციის წარმომადგენლებმა თურქეთის რესპუბლიკური სახალხო პარტიის თავმჯდომარესთან და ხელმძღვანელ პირებთან გამართეს. მანამდე კი ირაკლი კობახიძე თურქ კოლეგასა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორობაზე. აღინიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.