პარლამენტის სხდომა – განცხადებები
პარლამენტის საშემოდგომო სესია დღეს გაიხსნა. პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებებით დაიწყო. „ქართული ოცნების“ წევრებმა ყურადღება საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე გაამახვილეს. აღინიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს პირნათლად ასრულებს და ქვეყანა რეიტინგებით კანდიდატ სახელმწიფოებს შორის მოწინავე პოზიციებზეა.