პარლამენტის სხდომა

პოლიტიკური პროცესები და მოლაპარაკება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის იყო დისკუსიის თემა პარლამენტში. დეპუტატებმა ასევე იმსჯელეს ვაქცინაციის მნიშვნელობასა და საზოგადოების ინფორმირების აუცილებლობაზე. სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა თეა წულუკიანსა და ალეკო ელისაშვილს შორის. კამათი ბათუმში მიმდინარე მშენებლობების თემაზე ელისაშვილის განცხადებას მოჰყვა. საკანონმდებლო ორგანოში ასევე ისაუბრეს პრემიერის ბრიუსელში ვიზიტზე.

მოამბე