პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა

პარლამენტის შენობაში დღეიდან უსაფრთხოების წითელი დონე მოქმედებს. ამ პერიოდში საკანონმდებლო ორგანოში არ დაიშვება არავინ, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა. უსაფრთხოების დამატებითი ზომები მოქმედებს პარლამენტის სასახლეში „უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 4 სექტემბრის ბრძანების შესაბამისად.