ყოფილი ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მომდევნო სხდომაზე ზურაბ ჭიაბერაშვილი, ნათია მოგელაძე და ლევან გაჩეჩილაძე არიან დაბარებულები. ამის შესახებ საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა. გამოკითხვების მთავარი თემა 2003-2012 წლებში გამართული არჩევნები იქნება. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის გუშინდელ სხდომაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, ბექა ძამაშვილს, ცესკო-ს წარმომადგენელს, გიორგი სანტურიანს, პროკურატურის წარმომადგენელს, ირაკლი ნადარეიშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე დარახველიძეს მოუსმინეს.