პარლამენტის საგამოძიებო კომისიის გასვლითი სხდომა
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს გასვლით ღონისძიებას გამართავს. კომისიის წევრები ხონის ყოფილ საპატიმროში მივლენ, სადაც მათივე ინფორმაციით, ნახავენ, რა პირობებში იმყოფებოდნენ პატიმრები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს.
მიმდინარე კვირაში კომისია საქართველოს უნივერსიტეტებში აკადემიური პერსონალის უფლებების შელახვაზეც იმსჯელებს. გაგრძელდება კონკრეტული ეპიზოდების შესწავლა და სხვადასხვა პირის გამოკითხვაც. პარლამენტმა გასულ კვირაში საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა კიდევ ერთი თვით, 5 ივლისამდე გაუხანგრძლივა.