პარლამენტის რეგლამენტის ახალი პროექტი პირველი მოსმენით მიღებულია

77 მომხრე, ერთი წინააღმდეგი  – პარლამენტის რეგლამენტის ახალი პროექტი პირველი მოსმენით მიღებულია. ცვლილებების წინააღმდეგ, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი გამოვიდა, რომელიც პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანას არ ეთანხმება. პროექტი არ მოსწონს არც საპარლამენტო ოპოზიციას. ხელისუფლების ოპონენტები ფრაქციის ფორმატში მინისტრების დაბარებას ითხოვენ.

ასევე, წინადადებით გამოდიან, რომ პრემიერ-მინისტრი პარლამენტის წინაშე ანგარიშით თვეში ერთხელ წარდგეს. რეგლამენტის პროექტი ახალი კონსტიტუციის ამოქმედებამდე უნდა მიიღონ, რომელის გათვალისწინებითაც, საპარლამენტო კონტროლი ძლიერდება და საკანონდებლო საქმიანობის პროცედურები უფრო იხვეწება.