პარლამენტის ნდობის ჯგუფი

პარლამენტის ნდობის ჯგუფის დაკომპლექტების მიზნით, კონსულტაციები იწყება.

კანონში ცვლილებების მომზადებაზე მუშაობს ირალი სესიაშვილი. თავდაცვის კომიტეტეს თავმჯდომარის განმარტებით, იმის გამო, რომ დაშლილია საპარლამენტო უმრავლეოსობა, საჭიროა კვოტების ახალი გადანაწილება მოხდეს. ნდობის ჯგუფი დაკომპლექტებულია 2 წევრით. ერთი საპარლამენტო უმრავლესობას აქვს ასათვისებელი, 2 კვოტა კი – უმრავლესობის გარეთ მყოფ დეპუტატებს.

შესაძლოა ახალი ცვლილებებით ნდობის ჯგუფის წევრი ის დეპუტატი გახდეს, რომელიც უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატებიდან ყველაზე მეტ ხელწმოწერას წარადგენს.