ოფიციალური პასუხი კონგრესის ქვედა პალატას.
წარმომადგენელთა პალატაში დამტკიცებიდან ერთ კვირაში „მეგობარ აქტს“ პარლამენტმა დადგენილების მიღებით უპასუხა. მტრული აქტი ფაქტობრივი უზუსტობებით და სამი ცდომილებით – ასეა შეფასებული საქართველოს შესახებ „რესპუბლიკელი“ კონგრესმენის მიერ მომზადებული მწვავე შინაარსის დოკუმენტი, რომელსაც კანონად ქვევისთვის სენატის მხარდაჭერა და დონალდ ტრამპის ხელმოწერა სჭირდება. სასამართლო, ციხეები, ადამიანის უფლებები, მედია, კორუფციასთან ბრძოლა – პარლამენტის მიერ რამდენიმე საათის წინ დამტკიცებულ დადგენილებაში საერთაშორისო რეიტინგები და ის გარემოებებია მითითებული, რომლებზე დაყრდნობითაც ხელისუფლება 2012 წლის შემდეგ ყველა სფეროში პროგრესზე მიუთითებს. დოკუმენტში არაერთხელ არის ნახსენები ე.წ. დიფ სთეითი და ამ კონტექსტშია შეფასებული ბოლო წლებში საქართველოში განვითარებული მოვლენებიც. დადგენილებაში წერია ისიც, რომ „მეგობარმა აქტმა“ კონგრესს ქართული საზოგადოების თვალში რეპუტაცია შეულახა.
კენჭისყრას და პარლამენტის ოფიციალურ პასუხს მწვავე რეაქციები მოჰყვა ოპოზიციურ ფლანგზე.