პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე მიხეილ ბატიაშვილსაც მოუსმენენ

პრემიერ-მინისტრის გარდა, ინტერპელაციის ფარგლებში, დღევანდელ სხდომაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილსაც მოუსმენენ. განხილვის თემა პედაგოგების ანაზღაურება და გამოცდები იქნება. მინისტრის საკანონმდებლო ორგანოში მისვლა „ევროპულმა საქართველომ“ მოითხოვა.

ინტერპელაციის წესი გათვალისწინებულია პარლამენტის ახალი რეგლამენტით, რომლის მიხედვით, პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს ან ფრაქციას, უფლება აქვს, ინტერპელაციის წესით, შეკითხვით მიმართოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს.

შეკითხვა წერილობითი უნდა იყოს და შინაარსი კი კონკრეტული. რეგლამენტის მიხედვით, ადრესატი ვალდებულია, შეკითხვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირადად უპასუხოს.